შუალედი - დან - მდე
 
 


რაოდენი


რაოდენი იყო მსხვერპლი,
გახსოვს იგი დრო?
ძირს სისხლის ღვრა! აი, რაზე
უნდა იფიქრო!
ომი ომს, თუ გმირობაა
და სიმამაცე -
გმართებს, პროლეტარიატო,
ფიქრი ამაზე.
ვინ ჩაუგდო ხელში ვერაგს
ხმალი ან საჭე?
ამ საქმეზე იფიქრე და
თვითონ განსაჯე...
მეცნიერის, ხელოვანის,
მჭედლის, მეგუთნის
გზა სწორია, და მძლე სიტყვა
აწ შენ გეკუთვნის!

1941