შუალედი - დან - მდე
 
 


ლაშქრული


არა - სუსტი და ლაჩარი,
არა - მორჩილი მონები,
არა - ბრძოლაში უძლურნი -
არამედ შიშ-შთამგონები,
მტერთან საომრად მიდიან,
მიდიან ლეგიონები!

სტალინის დროშით დიადით,
მძლავრნი მკლავით და გონებით,
არწივნი, ვეფხვნი, ლომგულნი,
სავსენი ზეშთაგონებით,
მტერთან საომრად მიდიან,
მიდიან ლეგიონები!

და გამარჯვება ჩვენია!
მედგრად და თავმოწონებით,
იმგვარად, ვით ერთი კაცი,
წამოდგნენ მილიონები.
მტერთან საომრად მიდიან,
მიდიან ლეგიონები!

[1941 წლის 22 ივნისის შემდეგ]