შუალედი - დან - მდე
 
 


წიგნები - ზღვაა


წიგნიც ყოველთვის ზღვა არის გრძნობის,
ვარდთა ვარდობის, იათ - იობის,
იქ სიფერადე ერთი ბარათის,
ჟღერს სიდიადეს კაცობრიობის.

ვითარ დიდია მისი ამაგი -
მარად იგონებს ჩვენი ბანაკი,
იგია ბრძენი, მასწავლებელი,
ძმა, მეგობარი და ამხანაგი.

[1940-იანი წლები]