შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ნავი არ უნდა გასწირო შენი...


ნავი არ უნდა გასწირო შენი,
           ზღვათა მიდამოვ,
ახალგაზრდობის გამო ჩადენილ
          ცოდვათა გამო.

რისი ცოდვები! ლალ-იაგუნდათ
          უჩნდეს დღე, თვენი.
არე-მიდამოვ, შვილი არ უნდა
          გასწირო შენი!

[1940-იანი წლები]