შუალედი - დან - მდე
 
 


* * * შვენოდა ჰაერს ფოთლების ბნევა...


შვენოდა ჰაერს ფოთლების ბნევა,
ბაღში არ იყო ფერების ტევა,
             ტოტების ხმაურს
ქარი დაკარგულს მოტივს სტაცებდა.
ქარი ზღვის პირად აბარბაცებდა
            დაღლილ მეზღვაურს.

აქ მშვიდად ეხლა არვინ გამოდის;
ერთი ღრუბელი ცად საღამომდის
            აბრისად სჩანდა.
აქ კრეიცერის სონატის შვენის
ახმოვანება და ბეთხოვენის
            ცა გაილანდა.

[1940-იანი წლები]