შუალედი - დან - მდე
 
 


ფრაგმენტი


ტბა მოდის. ჭიამაიის
ფერი ფერადი მოყვება,
ამ გაზაფხულზე,  ამ მაისს
სამშობლოს ამბებს მოჰყვება.
და გრძნეულ ხიდზე ვჭვრეტ სცენას -
ვაჟი ქალს ვარდებს უწოდებს.
ის წუთის ასეთ გაფრენას
მარადისს რასმეს უწოდებს.
ზაფხულს მთვარიან ფერიებს
სიმშვიდის რული ერევა,
იფერებს, ხავერდს იფერებს
ბინდის და ღამის შერევა!
            
[1940]