შუალედი - დან - მდე
 
 


სუროშემოხვეული


ოპერის ბაღს ერთგვარი
აქვს შვენება რჩეული;
სდგას მოხუცი მედგარი
სუროშემოხვეული.

მხარე - მისი გულია,
მხარე - მისი მგრძნობელი;
ირგვლივ ჟრიამულია,
გაზაფხულის მხმობელი.

ძალა ასეთ გულისა
იყო ლექსი მკობილი,
გრძნობა თვის მამულისა -
გრძნობა კეთილშობილი!

მიყვარს, როგორც მიყვარდა,
მე ეს მიდამოები,
ამ თეატრში გრგვინავდა
ჩემი საღამოები!

1939