შუალედი - დან - მდე
 
 


ვეფხისტყაოსნის აფხაზურ ენაზე თარგმნის გამო


რუსთაველის სტრიქონების
მძაფრზე-მძაფრი წყება;
აფხაზეთი... სად მგოსანი
ერთგულ მთარგმნელს ხვდება.

ამ შეხვედრით ერთურთს სწვდება
თავდადება, გზნება -
დიდი დროშა, სიყვარული
და ურყევი ნება.

1939