შუალედი - დან - მდე
 
 


* * * სადღაც შრიალებს ჭაობი ჭყვიში...


სადღაც შრიალებს ჭაობი ჭყვიში,
შარასთან ორი ძველი ცაცხვია.
ის ბევრი დარდი და ბევრი შიში,
გადამტან გულთა ფერფლი აწყვია.
ხსოვნაც არაა. გამქრალა ნიში.
რა სიშიშვლეა, რა სისაწყლეა!

[1937]