შუალედი - დან - მდე
 
 


ფეხით დიდებისაკენ


მე მიშველის, თუ მიშველის თქვენი მასსაჟი,
რომ ისევე მტკიცე ფეხით ვიდგე მასსაში.

რომ ფეხდაფეხ ჩვენს სწრაფმავალს მივყვე დროებას,
მგლის მუხლით და ფეხით ვთელო საწუთროება.

მინდა ფეხით მოვიარო მთელი ხმელეთი
მისი ღელვით, მისი შუქით და სიბნელეთი.

მომირჩინე ჩემი ფეხი, კიდევ ისა ჰქენ,
იმავ ფეხით რომ გავსწიო დიდებისაკენ.

1936 წლის 10 აპრილი