შუალედი - დან - მდე
 
 


ლანკაშირში


ლანკაშირში ეხლაც სდგას
ერთი იმ ცაცხვთაგანი,
სად მუშების გაისმოდა
ხმადაბალი ყაყანი.

იგი ბოღმას იკავებდა
როგორც ცრემლებს ემბაზი
როცა მუშებს, ისეც მცირე,
აკლდებოდა ხელფასი.

იგი ცაცხვი ეხლაც სდგას
საშიშარი, ნაძრახი,
სად უჭერდა საზიზღარი
მოძალადის მათრახი,

სადაც ხშირად გაისმოდა
ქადაგება უვრცესი,
რომ აქ ქრისტეს მოადგილე
არის მხოლოდ ხუცესი.

საით გასწევს? მუშას სად აქვს
სათიბი და საყანე...
ხმამაღალ ზღვად გადაიქცა
ხმადაბალი ყაყანი.

და პოეტმა, დიდმა შელლიმ,
სწრაფად იგრძნო ეგ გზები,
იგრძნეს ლანკაშირელებმაც
მშვენიერი ლექსები.

1935