შუალედი - დან - მდე
 
 


„ლუმანიტე“


მეტი გზა არა
დარჩენია რა!
თვეზე მეტია,
სად არ იარა,
სამუშაო კი
ვერსად ვერ ჰპოვა,
გულის სიმხნევემ
ის მიატოვა.

მზადაა ეხლავ
წყალს მისცეს თავი,
მან გადასწყვიტა...
და უცებ ზვავი,
ხმათა მოვარდნა.

„იყიდე
„ლუმანიტე!“
„ლუმანიტე!“
„ლუმანიტე!“
იყიდე
„ლუმანიტე!“
და შეიცვალა
დღე სულ სხვაგვარად,
ახალ იმედთა
მძლე ნიაგარად.

როგორც დაცემის
და ავზნეობის,
რცხვენია თავის
სულმოკლეობის.
მეტი გზა არა
დარჩენია რა,
ბრძოლით დააცხროს
გულის იარა.

1935