შუალედი - დან - მდე
 
 


შენს ფენილზე მიდი-მოდის


შენს ფენილზე მიდი-მოდის
ათასგვარი მგზავრი,
მიაქვს-მოაქვს მრავალ შფოთის
ოცნება ან ჯავრი.

ყოველნაირს იტანს ტეხილს
შენი გული ლოდის,
ზოგი ეტლით, ზოგი ფეხით...
ფოსტაც მიდი-მოდის.

მიაქვს, მოაქვს ბარათები
შენს სივრცეებს მარადს,
მხოლოდ ბეკს რა ემართება? -
ვერ ეღირსა ბარათს.

ელის, როგორც ამოხეთქვას,
ელის, როგორც მადანს,
მაგრამ მცირე რამე ფეთქვა
იმამდე ვერ ატანს.

საყვარელ გულს შენ აშორებ
და მის გულსაც ბზარავ,
ბერლინამდე ვარშავიდან
მიმავალო შარავ!

1935