შუალედი - დან - მდე
 
 


სიმღერის მინდა მე წამოწყება


სიმღერის მინდა მე წამოწყება,
რომ გაიშალოს გამოცოცხლება!
გამოცოცხლება, გამოცოცხლება
              და არა ძილი!
დღეს ერთმა შეხვედრამ ილანდა
             დილით;
ისეთმა, რომელიც მართობდა
ბავშვობის დროს გადამეტებით:
ერთი ღრუბელიც ცაზე არ ჩანდა -
მე კი სახეზე მეცემოდა
უეჭველი წვიმის წვეთები
             გრილი!
სანამ გაშრება და ჩამოცხება -
სიმღერის მინდა მე წამოწყება:
გამოცოცხლება, გამოცოცხლება
             და არა ძილი!

[1934]