შუალედი - დან - მდე
 
 


ჩემი სიმღერა


ზოგს ოქრომკედით მონაქსოვარი,
სურათი რამე კარგზე მგლოვარი,
ზოგს ვარდი წიგნში ჩანატოვარი -
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

ბარათი, სისხლის ცრემლ-ნატბოვარი,
ბეჭედი, ძვირფას ალთა მთოვარი,
საყურე, ტკბილის ჩრდილის მთხოვარი -
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

თმა, როგორც განძი ძნელ საშოვარი,
წიგნი რამ ომით მონაპოვარი,
საფერფლე მამის დანატოვარი -
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

სამშობლოვ, მარად მსასოოვარი,
ჰა, ჩემი ჩანგი სწორუპოვარი,
ჰა, ჩემი გულიც, თანამგზოვარი -
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

1934