შუალედი - დან - მდე
 
 


სიმღერა


[ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“]


ვჭექოთ - სიმღერა თუჯის,
ვჭექოთ - ფოლადის ჰანგი,
ვჭექოთ - დროშები ქუჩის,
ვჭექოთ - ბრძოლების ბანგი,
ვჭექოთ - მრისხანე ბრძოლა,
ვჭექოთ - მქუხარე ექო,
ვჭექოთ - ცეცხლისა ქროლა,
ვჭექოთ - სიმღერა ვჭექოთ,
ვჭექოთ - ახალი ალყა,
ვჭექოთ - ოქტომბერთ რიცხვი,
ვჭექოთ - ცხოვრება ტალღის,
ვჭექოთ - ცეცხლის და რისხვის,
ვჭექოთ - რაც წინად კვნესდა,
ვჭექოთ - ვაღვიძოთ, ვრეკოთ,
ვჭექოთ - შევხედოთ მზეს და
ვჭექოთ - ჰეი, ვჭექოთ, ვჭექოთ.

[1930]