შუალედი - დან - მდე
 
 


მოტორი მღერის


[ციკლიდან „ეპოქა“]

მოტორი მღერის
აღელვებულს და წარმტაც ჰანგებს,
მოტორი ჰანგით
დაატყვევებს მანქანებს - მხეცებს,
მოტორი მთელი
სიამაყით ღამეს განაგებს,
მოტორი ისევ
იმ ადგილას ტრიალებს, ეძებს.
მოტორი ისმენს,
ისმენს ვნებით, ისმენს დუმილით.
ქარხანა ისმენს,
გამურულით სავსე კაცებით,
ქარხანა ისმენს
თავის შრომას, ფიქრით-ღუმელით,
ქარხანა შრომობს
სიხარულით და აღტაცებით.

1928