შუალედი - დან - მდე
 
 


სადღეგრძელო


[ციკლიდან „ეპოქა“]

შრომით ისევ აღდგენილი
თვალუწვდენი მინდორ-ველი,
შენი დიდი სიხარული
და შვენება შეუცვლელი,
შენი ხევი და გორები,
შენი მთა და შენი სერი -
იყოს მრავალ, მუდამ მრავალ,
კიდევ მრავალჟამიერი.

[1928]