შუალედი - დან - მდე
 
 


* * * რევოლიუცია თავისუფალი...


[ციკლიდან „ეპოქა“]

რევოლიუცია თავისუფალი,
მთქმელი სიმართლის დაუფარავის,
ძლიერი სული გაბრწყინებული
არ ემონება ქვეყნად არავის.
მხოლოდ სიმართლემ დაიმონავოს
ეს გაქანება, გრძნობა, გონება,
ბევრმა არ იცის, რა რიგ ტკბილია
ეგ მძიმე ხუნდი და დამონება.

[1928]