შუალედი - დან - მდე
 
 


მარადისი იმედი


[ციკლიდან „ეპოქა“]

იმედთა ძებნა გულის სიღრმეში,
მე არასოდეს არ მომწყინდება,
მგონია, არვინ არ გამიღიმებს,
უეცრად: შუქი გამობრწყინდება.
მადლობელი ვარ, ჩემო ვარსკვლავო,
სხვა ვარსკვლავები შენთან მკრთალია.
ჩემთვის ეს შუქი მოულოდნელად
აღმოჩენილი კაპიტალია.

[1928]