შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ელექტროსადგურს აშუქებს მთვარე...


[ციკლიდან „ეპოქა“]

ელექტროსადგურს აშუქებს მთვარე.
ელექტრონისთვის ხსნა ქვეყნად არი.
დაუსრულებელ მდინარეებზე
დაუსრულებლად ელავს მედგარი.

მას ენატრება გამოძახილი.
ის გაჩუმდება და დაუგდებს ყურს,
მღელვარე გუგუნს მოუცავს არე,
მღელვარე გუგუნს მოტორისებურს.

[1928]