შუალედი - დან - მდე
 
 


* * * თვითონ ღელვაც რომ ნელდება...


[ციკლიდან „ეპოქა“]

თვითონ ღელვაც რომ ნელდება
და სიცოცხლე ქვესკნელდება,
ის არსებობს. თუმც არ ჩნდება
და დუმილი ფარავს ჭაობს.
მარად, მარად ჩვენი გული
ბუდით საზღვარს გადასული,
ილტვის, ცოცხლობს და მოძრაობს.

[1928]