შუალედი - დან - მდე
 
 


ბნელ ქიმერებში


იგი ბნელ ქიმერებში მიყურებდა - ალიონს,
არავის არ შეეძლო ასე გათამამება,
ან ვისაც სურს ყოველი დაფნას გადაალიოს,
ტრიუმფი სიხარულის მხოლოდ მე დამანება.

ჩემი როლი ნიღაბით, იყო სული ნიღაბის,
ვარ უცნობი ყველასთვის ასეთ სულისკვეთებით,
ვინც პოეტად გაგზარდა, ოდეს შენ წაგიღებენ,
თვალს არ გამოგადევნებს ცრემლის მძიმე წვეთებით.

[1927 წლამდე]