შუალედი - დან - მდე
 
 


აყვავილებულ ველებს სალამი


აყვავილებულ ველებს სალამი!
აქ ნაცნობია ჩრდილი ყოველი,
ტბების ვარდები, ფშნების წალამი -
სიტყვები გულზე დასაქსოველი.
უფლება აქვთ, რომ თვლიდენ თავისად,
როცა არ უნდა ჰქონდესთ უფლება,
მაშინ მთებს ისევ უუკვდავესად
შუბლი მოწყენით მოეღრუბლება.

[1927 წლამდე]