შუალედი - დან - მდე
 
 


მე ვინც მიყვარდა...


მე რომ მიყვარდა, ის არი,
ოცნება გამიდიადა,
იმისთა თვალთა ისარი
გულზე მაჩნია ტყვიადა.

საგულეს ის არ ჩადგება,
სხვადასხვათ თანატოლობა,
იმას რად გამოადგება
მონადირისა ცოლობა.

ბევრი მოგიკლავს ტახები,
ყვირილი გახსოვს ირემის,
ეხლა მეც გაგეძრახები,
შენ, ჩემო თოფო ყირიმის.

[1927 წლამდე]