შუალედი - დან - მდე
 
 


წამი წამს ეზიდება


ვხედავ ზამთრის ძონძები ხეებს ჩამოეკონა,
მე კი ეს გაზაფხული ისევ ჩემი მეგონა.
ყველაფერი გათავდა, წამი წამს ეზიდება,
რა ამაო ყოფილა წუთისოფლის დიდება.
ჰყინავს. ისევ ღამეა. მოდის შიში შორევი...
რა ამაოდ ირევა წუთისოფლის მორევი.

[1925]