შუალედი - დან - მდე
 
 


გზად ვეშურები მგზავრი


გზად ვეშურები მგზავრი.
ტყეს მიჰფენია თებო,
ჩემი სალამი, მძლავრო
კავკასიონის მთებო.

დარიალიდან გუშინ
ღვარმა მოყარა ხერგი,
სალი კლდეების ღრუში
მღვრიედ გრგვინავდა თერგი.

გაქრა ფიქრების ზვავი,
მზიან ამინდსაც ველი.
მთიდან ჩამოდის კრავი,
მთისკენ მიილტვის შველი.

[1925]