შუალედი - დან - მდე
 
 


მშვიდობიანი


ხეებით მზისგან დაეცა ჩერო,
გულზე ვერ ვიტყვი ეხლა: ლოდია,
მას კვლავ ახარებს ზღვის რომანსერო,
ტყის პასტორალი და მელოდია.

კი არ ხმაურობს ჩანგი; დაგვითმეთ!
და სიმნი მისნი კი არ ჰკივიან -
ზეცა სავსეა მშვიდობის რიტმით,
ცა, მიწა: ერთი და იგივეა!

[1923]