შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ვეფხვი კასპიის პირად


 

ვეფხვი კასპიის პირად,
ჟანგი წითელი ფერის.
ელანდებოდა ხშირად
სოფელს სიმკაცრე მტერის.

აჰყვა მდინარეს მაღლა,
სად შამბია და შქერი,
ვეფხვმა არ იცის დაღლა,
განვლო ღელე და ჩქერი.

გზაზე მსხვერპლისა რიცხვით
ელვარებაა კბილის
და იდუმალი რისხვით
უახლოვდება ტფილისს.

[1922]