შუალედი - დან - მდე
 
 


სამშობლო შავი ლიუციფერის


წვიმა და ოფლი.
რა მხარეები გიცდის სიბერის;
შენ გესიზმრება შენი სამშობლო,
სამშობლო შავი ლიუციფერის.
სამშობლო ძველი.
გზა, დაფენილი მსხვერპლით, ცხედრებით
და სისხლით სველი.
გზა, სასიკვდილო გადათეთრებით,
სამშობლო შავი ლიუციფერის.
თქვენ მწუხარებამ დაგიძმობილა
ღამის ტყე-ველი,
არასდროს თქვენთან იქ არ ყოფილა
ნაზარეველი.

1922 წლის ივლისი