შუალედი - დან - მდე
 
 


არასოდეს, მეგობარო!


მოგონებას თითქო კარი დარაზოდეს:
არასოდეს, არასოდეს, არასოდეს!
ვინ არის, რომ გულს ეკალი არა სოდეს,
სიყვარული რას იტყვის ხან, და რას ოდეს.
მეგობრებმა, შეიძლება, არა სცოდეს,
ფიქრთ არწივებს იქნებ ფრთები გადასწოდეს?
ოჰ, გულს გესლით სავსე თასი მიაწოდეს;
გულს ძალუძს კი, რომ ეს მწარე არ ახსოვდეს?
არასოდეს, მეგობარო, არასოდეს!

[1922]