შუალედი - დან - მდე
 
 


თეთრი ოცნება


თეთრი ოცნება მთვლემარე ზღვას გადასწოლია,
ფრთებს ზვირთებსა სცემს და მწარე ხმით ჰკივის თოლია,
ზღვა კვლავ აღელდა და მის ხმაში ჩაკლული ჟინი
ისმის, ვით ომში გამარჯვებულ გმირთა ყიჟინი,
უეცრად მწარე დამარცხება რომ მოჰყოლია.

1920-იანი წლები