შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ოდესღაც, სადღაც მარტოობაში...


ოდესღაც, სადღაც მარტოობაში
გულით ამომსკდა სიმღერა წყნარი.
ჩემი სიმღერა ქვითინი იყო,
სულით ობლობას კვნესოდა ქნარი!

28 ენკენისთვე, (სექტემბერი) 1919 წ.
ქ. თელავი