შუალედი - დან - მდე
 
 


მზადება გასამგზავრებლად


უცებ დადგა მაისი ნელი და შემპარავი!
ფორთოხლების რტოებში აზვირთდნენ ნიავები;
რადგან არ მაქვს სამშობლო, რადგან არ მყავს არავინ,
ისევ უცხოეთისკენ მიმაფრენენ ნავები!

ლურჯი იალქნებისგან, ვიცი, რა დარებია!
ოჰ! ამდენი ოცნება სულმა ვეღარ დალია,
რადგან მთელ სიცოცხლეში არვინ არ მყვარებია -
მე მიყვარს საფრანგეთი, ალპები, იტალია!

[1919 წლის ივნისამდე]