შუალედი - დან - მდე
 
 


ლოცვისთვის


ვით ლოცვა - ედება საღამო მთის კალთებს.
შორს ქარი გაჰკივის, ბნელდება თანდათან.
მე გავალ ამ ქარში, გავიტან ამ ვარდებს
და შენი ლოდინის სიმღერას გავატან.

ასეთი ვარდებით ივსება აუზი,
დარეკა გრიგალმა და ხმები გარეკა:
წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს ქაოსი!
შენ, ჩემო გენიავ - გრიგალმა დარეკა!

[1919 წლის ივნისამდე]