შუალედი - დან - მდე
 
 


ზღვაზე სცურავს ნაფოტივით


ზღვაზე სცურავს ნაფოტივით
შენი მონა - გული,
დაკარგული იმ მოტივით,
ისევ მონახული.

გადიშალა ზეცა ბროლად,
მზე მოიყრის ლალებს,
შენი კარგი გამოქროლა
ისევ სწყურის თვალებს.

1918