შუალედი - დან - მდე
 
 


ფარულ ტკივილებით


ფარულ ტკივილების ბაღი დაბურული
ასეთ გრადაციით მიდის ფრთაზვიადი:
ღამე - მარტოობის მტევნით დახურული,
ფარდა - იდუმალი, სარკე - იშვიათი.

ღამე უცხოეთში უნდა გამეთია,
როცა აზიიდან მოდის განათება -
ათას საუკუნის მთელი ტრაგედია
მოსდევს მოგონებას, როგორც ანათემა.

ხმალში გაწვევაზე ფიქრო უმიზეზო,
შენზე ოცნებასაც ვიცი - რა დავარქვა!
სანთლით იფოთლება ჩვენი ჩუმი ეზო...
გასწი! მიმაქანებს თვალთა გადაკარგვა!

1915