შუალედი - დან - მდე
 
 


ობელისკი


ობელისკს თეთრი მხრიდან მოტანილს
ჩვენ შევცქეროდით ძახილით: დაჰგმეთ!
ეჩვენებოდათ ქვის თლილი ტანი
ყველასთვის უცხო და ბნელ ქარაგმათ.
წყალი შავია, როგორც მელანი,
შავ წყალზე ყალყზე შედგა მერანი,
და სასაფლაოს მხარიდან ძერა
თავს დასტრიალებს, ვით ბედისწერა.

1915