შუალედი - დან - მდე
 
 


ი. ა.


ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი
ნუკრის თვალებით, თმით - მიმოზებით.
და მწუხარების მალე ნიავში
მოფრინდენ ლურჯი ანგელოზები.

შეშლილი სახით კივოდა ქუჩა:
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა,
და გაისმოდა დების სიმღერა.

1915