შუალედი - დან - მდე
 
 


ბედისწერა


ყვავილები არ ჰყვავიან აღელვებულ ზღვაში,
ისმის მარტო ზღვის სიმღერა და ტალღების ტაში.

უდაბნოში არ იზრდება მიმოზები წყნარი,
სიცხე დგას და ცხელ ქვიშაში ღმუის მძაფრი ქარი.

სადაც სუფევს დემონების ძალა ერთადერთი,
იცოდე, რომ იქ არასდროს არ არსებობს ღმერთი.

ზღვას, უდაბნოს და დემონებს ჩემი ბედისწერა
შეჩვევია და სიმღერა მხოლოდ მათთან მჯერა.

[1915]