შუალედი - დან - მდე
 
 


კორდიდან


(ელეგია)

ღრმა ძილით სძინავს მოქანცულ სოფელს.
სძინავს ამართულს ჩემს წინ მაღალ მთას.
სძინავს ფერდობზე მოხუც ტყეს.. და წყლის
ცელქი ზეფირი უკოცნის კალთას.

სძინავს კლდის ნაპრალს კაეშნით მოცულს.
სძინავთ ნანგრევებს.. სძინავს მთა და ბარს.
მთვარის ნათელი მკრთალად ციმციმებს
და რაღაც ნეტარს არეს ჰფენს სიზმარს.

სძინავს კორდს.. მე კი, ადამიანმა
მთვარესაც სახე ვეღარ ვაჩვენე.
სული მიშფოთავს.. ეჰ, დასცხრი გულო,
შენც მიიძინე და მომასვენე!

[1910-იანი წლები]