შუალედი - დან - მდე
 
 


მაისის ვარდი


ზამთრის სუსხში,
             ნისლ-ბურუსში
გახვეული, მზეს ველოდი,
            არსით სჩანდა...

მას კუკურშივე მეხმა საზარმა,
შხამით აღსავსემ, დაუდეგარმა
            წაართვა ფერი...
ნელის დუდუნით წვიმას ზეცა სცრის,
ცელქი ზეფირი აქა-იქ დაჰქრის...

[1910-იანი წლები]