შუალედი - დან - მდე
 
 


ტრიოლეტები


მე მომაქვს, მე მომაქვს ყვითელი სანთლები,
ყვითელი ვარდების ლივლივი ელვარე,
ყვითელი ფოთლების ოცნება მღელვარე,
ავანთებ ჩირაღდნებს და ლოცვად დავდგები.
ოსანნა, სად არის ყვითელი ვარდები?
რად ჩაჰქრა სიმღერათ სიმღერა მჩქეფარე?
მე მომაქვს ყვითელი ვარდები ელვარე,
მე მომაქვს, მე მომაქვს ყვითელი სანთლები?

[1910-იანი წლები]