შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ჟუჟუნა წვიმამ შვება საერთო...


ჟუჟუნა წვიმამ შვება საერთო
ფოთოლთ შრიალით აამეტყველა,
სწვიმს და ღრუბლიდან მზე იხედება
და არემარეს უხვად ედება.
ნამი, იები, ვარდი, პეპელა!
რა ნეტარება რამ იყო, ღმერთო!

[1910-იანი წლები]