შუალედი - დან - მდე
 
 


* * * პირველი ფოთლით იმოსება ტყე...


პირველი ფოთლით იმოსება ტყე
და სტირის ვაზი... სტირის ბალახი,
ისმის ყვავილის ოხვრა ათასი
და სხივ-მოსილი გაზაფხულის დღე.
წარსულზე კი არ აფრქვევს ცრემლს ვარდი,
და მოლივლივე სუნთქვა ზეფირის,
არა, აწმყოზე ოცნებობს ველი
და არე-მარეც აწმყოზე სტირის!

[1910-იანი წლები]