შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ვითარცა გედი ზღვისა...


ვითარცა გედი ზღვისა სივრცეში
მიმომცურავი იკვეთავს გზასა,
ისე მეც ვტოპავ გრძნობათა ზღვაში
და მივაცურებ სიცოცხლის ნავსა.

თუმცა კი ვიცი, არ შემიბრალებს
ზღვა შფოთიანი და ბობოქარი:
გადამიბრუნებს ნავს ჩემს ერთგულსა
ტალღა მჩქეფარე, დაუდეგარი.

1908