შუალედი - დან - მდე
 
 


ახალგაზრდა მგოსნები


ქუჩუ! მივიღე - მე შენი -
ნათლივ გვიჩვენებს - ბარათი -
„Грузия“-ს დიდი ანბანით,
„россия“-ს კი პატარათი.

თუმცა რუსეთი დიდია -
თვისი სივრცით და მცხოვრებით -
მისი წარსული სავსეა
სიბნელით, გამათხოვრებით.

საქართველო კი მცირეა -
მტრისგანა მთლად გაძარცული,
.......................................
უდიადესი წარსული.