შუალედი - დან - მდე
 
 


* * * და ეზო მიდამოს...


და ეზო მიდამოს
ხმამაღლა გასძახა,
სინათლე მოვიდა!
სინათლე მოვიდა!
გზა ნათლით დაფარა,
ტყე ააცახცახა,
აავსო სინათლის
ფიფქით და თოვითა.

შენ ისევ დაბრუნდი!
და გული აივსო,
წინედ რომ ჟღერდა,
იმ სიახლოვითა!
დაბრუნდი,
ყრმობაო, დაბრუნდი,
სინათლე მოვიდა,
სინათლე მოვიდა!