შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მშვენიერია ზღვა მთვარეული!..


მშვენიერია ზღვა მთვარეული!
შუქი ზვირთებზე მიდის ლივლივით -
მე კი, რისთვის ვარ გადარეული,
რად ვიყურები შორს შეშლილივით?

მშვენიერია ზღვა გაღეღილი,
მაგრამ აქ ნახვა არაა სწორის -
დიდი ხიდია აქ ჩატეხილი,
ღრმა უფსკრულია ჩემს და მას შორის.