შუალედი - დან - მდე
 
 


ცისკარი


შენს სიმაღლეზე, აჭარა,
აღმართულია ცისკარი.
რა ძალამ შემოაჯარა
ზღვის ხმა, ზღვის ქვები, ზღვის ქარი.

აენთო კალთა ჭავლეთის,
მზე ამოვიდა დიდებით;
ცისკარო აღმოსავლეთის,
ზღვა გხვდება მარგალიტებით!